"სუსტი რუსეთი უდრის ძლიერ საქართველოს!"

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"ამერიკამ გააუქმა 40 წლის განმავლობაში მოქმედი ემბარგო, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ამერიკული ნედლი ნავთობის ქვეყნიდან გატანა. მართლაც შავ დღეში ჩავარდება რუსეთი შავი ოქროს კიდევ უფრო გაიაფებით.

დღეს ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ანუ ჩვენებურად ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ ნიშნულზე დაფიქსირებული რეფინანსირების განაკვეთი 0,25 პტოცენტით ასწია. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნავთობის გაიაფებას და რუსული რუბლის გაუფასურებას.

მალე მესამე ხმაც გამოჩნდება-ირანი!

სუსტი რუსეთი უდრის ძლიერ საქართველოს!", - წერს რომან გოცირიძე.