ნავთობის ფასი დაეცა

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 0,26 დოლარით შემცირდა და ბარელზე 37,13 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი 0,12 დოლარით - ბარელზე 37,39 დოლარამდე დაეცა WTI-ის ნავთობის ფასი.

ამასთან ერთად, გუშინ აშშ-ის კონგრესის ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს კანონპროექტზე, რომელიც ამერიკიდან ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტზე კენჭისყრა კონგრესში დღეს გაიმართება, რის შემდეგაც სენატში გადაიგზავნება.