საქართველოში ბიზნეს განწყობის ინდექსი შემცირდა

საქართველოში ბიზნეს განწყობის ინდექსი სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა.

ISET-ის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის მეოთხე კვარტლის კვლევის თანახმად, კლება განსაკუთრებით შეეხო სავაჭრო და საფინანსო სფეროს. პარალელურად, გაზრდილია სოფლის მეურნეობის სექტორის განწყობა.

კვლევის მიხედვით, გაცვლითი კურსის განმეორებითი და მოულოდნელი რყევის შედეგად, ბიზნეს სექტორის მოლოდინების გადაფასება მოხდა, რამაც ინდექსი 34-დან 16-მდე დაწია. მესამე კვარტალთან შედარებით, გაზრდილია ფასების ინდექსი, რის მიზეზადაც კვლევის ავტორები ახალი წლის მოახლოებას ასახელებენ.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბიზნეს განწყობა გაუმჯობესდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, მაგრამ მსხვილი საწარმოებისთვის გაუარესდა.

ISET ბიზნესის კეთების ძირითად შემზღუდველ ფაქტორად არასაკმარის მოთხოვნას ასახელებს. კვლევის მიხედვით, არასტაბილური მოთხოვნის პირობებში ფუნქციონირება განსაკუთერებით სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს უჭირს.

კვლევაში მონაწილეობა ჯამში 207-მა კომპანიამ მიიღო.