ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ეკონომიკური კრიზისის პიკმა ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, ეკონომიკური კრიზისის პიკმა ჩაიარა. ამის შესახებ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში "შეინიშნება საქმიანი აქტივობის სტაბილიზაციის ნიშნები". რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის შემცირების გამო, 2016 წლის ფედერალურ ბიუჯეტში კორექტივების შეტანა გახდება საჭირო.

პუტინის თქმით, რუსეთში უმუშევრობის დონე 5-6-%-ია, რაც "მთავრობის დადებითი მუშაობის" შედეგია. კითხვაზე, იგეგმება თუ არა მთავრობაში საკადრო ცვლილებები, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.