თბილისში Express Bank-ის კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრი გაიხსნა

თბილისში, დღეს კიდევ ერთი ახალი Express Bank-ის სერვისცენტრი გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს ნავთლუღის ქუჩაზე, 8 ნომერში ("ისანი მოლის" ტერიტორიაზე) მოემსახურება.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, Express Bank-ის სერვისცენტრში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express კრედიტით და Express ანაბრით.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 110-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.