თბილისის ანძა შესაძლოა პერიოდულად გაითიშოს

თბილისის ანძა მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო მომდევნო დღეების განმავლობაში შესაძლოა პერიოდულად გაითიშოს. როგორც შპს "სინათლის ქალაქში" განაცხადეს, აღნიშნული სამუშაოების გამო, გუშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანძა გამორთული იყო. როგორც "სინათლის ქალაქში" განმარტავენ, ანძა გაითიშება იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა დადგება.

თბილისის ანძაზე განათების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს "სინათლის ქალაქი" იტალიურ კომპანიასთან ერთად ახორციელებს. სანათები თითქმის უკვე სრულად შეცვლილია და მიმდინარეობს დასკვნითი სამუშაოები. როგორც "სინათლის ქალაქში" აცხადებენ, უახლოეს პერიოდში თბილისს ექნება სრულიად ახლებურად განათებული ანძა.