"თიბისი ბანკის" ორგანიზებით, პროექტ "ახალი მზიურის" მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართება

20 დეკემბერს, "მზიურის" პარკში, "თიბისი ბანკის" ორგანიზებით, პროექტ "ახალი მზიურის" მხარდასაჭერი ღონისძიება გაიმართება. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, ღონისძიება სახელწოდებით - "ახალი მზიურის ახალი წელი" ყველასთვისაა, ვისაც "მზიური", მხიარულება, ნაძვის ხის მორთვა, მუსიკა და ტკბილეული უყვარს. "თიბისი ბანკი" თავის დაბადების დღეზე "მზიურს" საჩუქარს უმზადებს.

"გვესტუმრეთ ბავშვებთან ერთად, გაატარეთ სასიამოვნოდ დღე და გახდით ქველმოქმედების მონაწილე. ამ დღეს "მზიური" თავგადასავლებისა და საუკეთესო საახალწლო განწყობის ადგილად იქცევა", - აღნიშნავენ ღონისძიების ორგანიზატორები.