"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განსახორციელებელ კიდევ ორ ახალ პროექტზე იმსჯელებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იქმნება ორი ახალი საწარმო.

"პირველი არის სამშენებლო პროდუქტის საწარმო, რომელიც მარტყოფში შეიქმნება, რისთვისაც 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. მეორე, ეს არის კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც დაახლოებით ამდენივე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ შემთხვევაში, 60-მდე ადამიანი დასაქმდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.