დიდ ბრიტანეთში რუსული არყის პოპულარობა გაიზარდა

წელს დიდ ბრიტანეთში პირველად ხუთი წლის განმავლობაში სასმელი „ჯინის“ გაყიდვებმა ერთ მილიარდ ფუნტს გადააჭარბა. ეს კი ახალგაზრდებში ამ სასმელის პოპულარობის განსაკუთრებულმა ზრდამ განაპირობა. „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის Mintel-ის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის ბოლოსთვის ბრიტანეთში გაყიდული „ჯინის“ რაოდენობა 29 მილიონ ლიტრს მიაღწევს. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2010 წლის შემდეგ „ჯინის“ გაყიდვები 40 პროცენტით გაიზარდა. ანალიტიკოსების პროგნოზით, აღნიშნული სასმელის გაყიდვები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ზრდას განაგრძობს და 2020 წლისთვის იგი 1,3 მილიარდ ფუნტს მიაღწევს. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „ჯინის“ მოყვარულები ძირითადად 18-დან 34 წლის ასაკის ადამიანები არიან.

ამას გარდა, ანალიტიკური ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ბრიტანეთში წელს არყის მოხმარებაც გაიზარდა. კერძოდ, რუსული არყის პოპულარობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 8 პროცენტით იმატა, მაშინ როდესაც სასმელი „რომის“ გაყიდვები წელს 6,2 პროცენტით შემცირდა, „ტეკილასი“ კი 11 პროცენტით გაიზარდა.