რუსეთმა აზიაში ნავთობის ექსპორტით ირანს გაუსწრო

რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი აზიის ქვეყნებში წელს თითქმის მეოთხედით გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. წელს პირველი 11 თვის მონაცემებით, დღის განმავლობაში რუსეთიდან აზიაში 1,3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი ხორციელდებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 პროცენტით მეტია. შედეგად, რუსული ნავთობის წილი აზიის ბაზარზე 7,3 პროცენტამდე გაიზარდა. ხუთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4,7 პროცენტს შეადგენდა. ყველაზე დიდი რაოდენობის ნავთობი რუსეთს აზიის კონტინენტზე, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის ბაზრებზე გააქვს. ენერგორესურსების ექსპორტით აზიაში რუსეთმა წელს ირანსაც გადაუსწრო და პირველ ხუთეულშიც შევიდა.

აღსანიშნავია, რომ კრემლმა თავისი ენერგო რესურსების ექსპორტი აზიაში მას შემდეგ გაზარდა, რაც ერთ წელზე მეტია უკრაინის კრიზისის გამო, მოსკოვსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.