მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

ლონდონის "ჩელსიდან" ჟოზე მოურინიოს გაშვებისა და მისთვის კომპენსაციის სახით 15 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, დასავლური მედია მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო მწვრთნელის გარკვევით დაინტერესდა.

2015 წლის მონაცემებით, მსოლფიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტის სახეობაში ყოველწლიური შემოსავლების მიხედვით ლიდერობას არავის უთმობს მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი თავკაცი ხოსე გუარდიოლა, რომლის შემოსავალიც 24 მილიონი დოლარია.

მეორე ადგილი ერგო ზემოთ ნახსენებ ჟოზე მურინიოს, ხოლო მესამედან მეხუთთე ადგილის ჩათვლით იტალიელები არიან წარმოდგენილი, თუმცა ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს პორტუგალიასაც.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი მწვრთნელების ათეულს:

1. ხოსე გუარდიოლა - 24 მილიონი დოლარი,  მიუნხენის "ბაიერნი"; (ესპანეთი)

2. ჟოზე მოურინიო - 17 მილიონი დოლარი,  "ჩელსი" 2015 წლამდე;  (პორტუგალია)

3. მარჩელო ლიპი - 14 მილიონი დოლარი,  "გუანჩჯოუ ევერგრანდი" 2014 წლამდე; (იტალია)

4. ფაბიო კაპელო - 13 მილიონი დოლარი,  რუსეთის ნაკრები 2015 წლამდე; (იტალია)

5. კარლო ანჩელოტი - 10,5 მილიონი დოლარი, მადრიდის "რეალი"  2015 წლამდე; (იტალია)

6. არსენ ვენგერი - 10 მილიონი დოლარი, "არსენალი"; (საფრანგეთი)

7. ხერარდო მარტინო - 7,5 მილიონი დოლარი, "ბარსელონა" 2014 წლამდე; (არგენტინა)

8. იურგენ კლოპი - 6 მილიონი დოლარი; დორტმუნდის "ბორუსია" 2015 წლამდე; (გერმანია)

9. მანუელ პელეგრინი - 5,75 მილიონი დოლარი; "მანჩესტერ სიტი"; (ჩილე)

10. ხორხე ხესუსი - 5.5 მილიონი დოლარი, "ბენფიკა" 2015 წლამდე; (პორტუგალია)

კოკა კვირკველია