ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას გულისხმობს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბიუჯეტის პროექტს, რომელიც აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე აკრძლვას აუქმებს.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს გადასახადების შემსუბუქებას 680 მილიარდი დოლარით.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-დან ნავთობის ექსპორტზე ემბარგო 40 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

ნავთობზე ემბარგოს გაუქმებას ითხოვდნენ „რესპუბლიკელები“, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკული ნავთობის ექსპორტის განახლება ქვეყნის ეკონომიკას დამატებით თანხებს მოუტანს და ბიუჯეტის დაბალანსებას შეუწყობს ხელს.