Air Berlin-მა თვითმფრინავებში 3G ინტერნეტი დაამონტაჟა

გერმანულმა ავიაკომპანია Air Berlin-მა კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა თვითმფრინავში 3G ინტერნეტი გაიყვანა.

თავდაპირველად ინტერნეტით სარგებლობას ყველაზე ხანგრძლივი მარშრუტის მქონე თვითმფრინავის მგზავრები შეძლებენ. პირველი 3G ინტერნეტით აერობუსი A330-200 აღიჭურვება. მგზავრებისთვის ინტერნეტით სარგებლობა მათი მობილური ოპერატორის მიერ დაწესებულ ტარიფებზე იქნება დამოკიდებული.

გერმანული მედიის ცნობით, ფრენისას მგზავრებისთვის მობილურით სატელეფონო ზარების განხორციელება უწინდებურად აკრძალული იქნება.