NNDI-ის გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

გამოკითხულთა 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.

NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არცერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.

გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.