NDI - გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ის კითხვაზე - "როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო" - გამოკითხულთა 3% აცხადებს, რომ ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება; 13% აცხადებს, რომ საქართველო, ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება; გამოკითხულთა 31%-მა კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის; 17% მიიჩნევს, რომ, ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.