გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას "ქართული ოცნება" გაუმკლავდება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 19% მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაუმკლავდება.

ამავე კვლევის თანახმად, 24% აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ყველაზე კარგად არცერთი პარტია არ გაუმკლავდება; 6% კითხვაზე პასუხად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს, 6% - "თავისუფალ დემოკრატებს", ხოლო 12% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას".

კითხვაზე, ვინ გაუმკლავდება ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას, 41% აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის; 27% აცხადებს, რომ ყველაზე ცუდად რუსეთთან ურთიერთობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაუმკლავდება; 8% - "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 1% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს", 2% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას".

რაც შეეხება ნატო-სა და ევროკავშირთან ურთიერთობის გამკლავებას, კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე კარგად რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ევროკავშირთან ურთიერთობას?", - პასუხები ასე გამოიყურება: ყველაზე კარგად გაუმკლავდება - 17% - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 19% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 11% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 2% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა".

კითხვაზე, "თქვენი აზრით, ყველაზე ცუდად რომელი პოლიტიკური პარტია გაუმკლავდება ევროკავშირთან ურთიერთობას?", - პასუხები ასე გადანაწილდა: 14% - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 8% - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; 0% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 3% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; ხოლო 50%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის; 9% კი აცხადებს, რომ - არცერთი პარტია.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე კარგად ნატო-სთან ურთიერთობას, პასუხები ასე გამოიყურება: 16% აცხადებს, რომ ნატო-სთან ურთიერთობას ყველაზე კარგად "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გაუმკლავდება, 20% - "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს; 11% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები"; 1% - "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; 32%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 12% ასახელებს, რომ არცერთი პარტია.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი პარტია გაუმკლავდება ყველაზე ცუდად ნატო-სთან ურთიერთობას - 51%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის. გამოკითხულთა 14% "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს; 7% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"; 0% - "ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატებს"; 4% - "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას", ხოლო 9% აცხადებს, რომ არცერთი პარტია.

NDI-ის გამოკითხვა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1 881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.