მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 4,76%-ით გაიზარდა

ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 4,76 %-ით გაიზარდა და 1 347 ადამიანი შეადგინა.

ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც შვეიცარიულმა ფინანსურმა ჰოლდინგმა UBS-მა და საერთაშორისო საკონსალტინგო ქსელმა PricewaterhouseCoopers-მა ერთობლივად ჩაატარეს.

კვლევის თანახმად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების კეთილდღეობის დონე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო ეკონომიკა. 1995 წლიდან, მსოფლიოში მილიარდერთა ერთობლივი ქონება 8-ჯერ გაიზარდა და 5,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე, მსოფლიო მშპ ამავე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 3-ჯერ, 77 ტრილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში მილიარდერის სტატუსის შენარჩუნება 289 ბიზნესმენიდან მხოლოდ 126-მა შეძლო.

6,6-ჯერ გაიზარდა მილიარდერი ქალების რაოდენობა. კვლევის თანახმად, 1995 წელს მსოფლიოში სულ 22 მილიარდერი ქალი იყო, დღეს კი, ამ სტატუსით მსოფლიოს მასშტაბით 145 ქალი სარგებლობს. მილიარდერი ქალების 80% აშშ-სა და ევროპაში ცხოვრობს, უმრავლესობამ უზარმაზარი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ბოლო წლებში იზრდება მილიარდერ ქალთა რაოდენობა აზიის რეგიონში, სადაც ნახევარზე მეტი უმდიდრესი ქალი - პირველი თაობის ბიზნესმენია.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 90% კვლავ მამაკაცებს უკავიათ. კვლევის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს 1 202 მილიარდერი მამაკაცი ჰყავს.