ლიტვამ სწრაფი კრედიტების ბრენდების -  SMSCredit და Vivus-ის საქმიანობა აკრძალა

ფინანსურ ჯგუფ 4finance Holding-ის მფლობელობაში მყოფ სწრაფი კრედიტების უმსხვილეს კომპანიას 4finance, რომელიც სავაჭრო მარკებს SMSCredit და Vivus-ს იყენებს, ლიტვაში საქმიანობა აეკრძალა.

უამრავი დარღვევების გამო დაწესებულება სამომხმარებლო საკრედიტო კომპანიების სიიდან გაირიცხა, აცხადებს ლიტვის ცენტრალური ბანკი.

”ჩვენ ყველაზე მკაცრი სანქცია დავადეთ საკანონმდებლო აქტის არაერთი დარღვევისთვის და სადამკვირვებლო უწყებების მითითების უგულებელყოფის გამო. დარღვევები ფინანსური სისტემისა და მისი მონაწილეებისადმი სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ამიტომაც მათ საქმიანობა შეუჩერდათ”, - განაცხადა ლიტვის ბანკის სადამკვირვებლო სასახურის დირექტორმა ვიტაუტას ვალვონისმა.

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში 4finance-ს გაცემული კრედიტების თანხით ბაზრის უდიდესი - 37,8% ეკავა. წელს ლიტვის ბანკმა 4finance-ს ხელმძღვანელი 3,62 ათასი ევროთი დააჯარიმა, 2012 წელს კომპანიამ გაფრთხილება მიიღო საპასუხისმგებლო კრედიტირების თაობაზე, 2013 წელს იგი 4,5 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

დუდანა ზაქარაია