ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3983 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3983 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გასული კვირის პარასკევს დაფიქსირდა, 2.3978 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0005 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6055 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა პარასკევის კურსი 2.5944 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.