კახა კალაძე – ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ირანის რესურსი

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, ირანთან არა მხოლოდ გაზის, არამედ ელექტროენერგიის შესახებაც დაიწყება საუბარი. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ირანული გაზის შემოტანასთან დაკავშირებით ხომ არ დაწყებულა მოლაპარაკება.

"მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა, უახლოეს მომავალში არა მხოლოდ გაზის, არამედ ელექტროენერგიის თვალსაზრისით ჩვენ დავიწყებთ საუბარს. ირანი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა, ძალიან მდიდარია თავისი რესურსებით. ჩვენ შეძლებისდაგვარად, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ირანის რესურსი", -აღნიშნა კალაძემ.