“თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრსა” და ”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას” შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი

“თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისა” და ”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

”თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს აღნიშნულ ცენტრსა და ”საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას” შორის.

”მემორანდუმის მიზანია ჩვენსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და კოორდინირებული მუშაობა ასოციაციის, როგორც საშუამავლო რგოლის დახმარებით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად და შემდგომში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით სააკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნება”, - აღნიშნავენ ”თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრში”.

შეხვედრის ფარგლებში ”თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” წარმომადგენლებმა შეკრებილ აუდიტორიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ცენტრის მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებშიც ასოციაციის წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს მონაწილეობა შეუძლიათ.