"როსსელხოზნადზორმა" საქართველოდან შეტანილი თურქული მარკირების მქონე მანდარინი ამოიღო

"როსსელხოზნადზორმა" საქართველოს ტერიტორიიდან შეტანილი მანდარინის პარტია გამოავლინა, რომელსაც თურქული მარკირება ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღძრულია საქმე ადმინისტრაციული კანონდარღვევის შესახებ.

უწყების ცნობით, საქართველოდან სტავროპოლის ოლქში 20 ტონა მანდარინი პლასტმასის ყუთებით 18 დეკემბერს შეიტანეს. როგორც "როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, დოკუმენტაციის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული სერტიფიკატი ჰქონდა გაცემული. პროდუქციის შემოწმების დროს დადგინდა, რომ მფლობელებმა მარკირების წესი დაარღვიეს. კერძოდ, 1 400 პლასტმასის ყუთიდან 30-ს მეორადი გამოყენების ნიშნები ჰქონდა, ზოგიერთ ყუთზე ძველი, მათ შორის თურქული მარკირება იყო დატანილი.