რუსეთში შესაძლოა თურქეთიდან ტექსტილის იმპორტი აიკრძალოს

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო თურქეთიდან ტექსტილის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ვიქტორ ევტუხოვმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული წინადადება ხელისუფლებას უკვე გადაეგზავნა, თუმცა უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დიმიტრი მედვედევის მთავრობა. როგორც ევტუხოვმა განაცხადა, სამინისტროს სურს, მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის 70-80%-ის იმპორტი აკრძალოს. საუბარია თურქეთში წარმოებულ ტანსაცმელზეც.

როგორც "ბიბისი" წერს, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში თურქეთმა რუსეთში 514 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ტექსტილის პროდუქციისა და 48 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმლის იმპორტი განახორციელა.