10 უაზრობა, რაზეც მილიონერებმა ფული დახარჯეს

ბრუნეის სულთანმა ვარცხნილობისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი თანხა - 21 495 აშშ დოლარი გადაიხადა. მონარქმა საკუთარ სტილისტს სინგაპურის ავიახაზების თვითმფრინავზე კერძო აპარტამენტი დაუჯავშნა. მონარქი შიშობდა, რომ სხვა მგზავრებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაში, სტილისტი ღორის გრიპით დაინფიცირდებოდა.

ცნობილმა კინორპოდიუსერმა ჯეიმს ქემერონმა ერთადგილიანი წყალქვეშა Deepsea Challenger ნავი შეიძინა. უჩვეულო შენაძენი მას პლანეტის ყველაზე ღრმა ადგილის - მარიანის ღრმულის შესწავლისთვის დასჭირდა. ექსტრავაგანტული მილიონერი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც 2012 წელს მარიანის ღრმული გადაიღო.

კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 42 მილიონი აშშ დოლარი საათში გადაიხადა. უცნაური პროექტი სახელწოდებით „10 000-წლიანი საათი“ ტეხასში ერთ-ერთ გამოქვაბულში განთავსდა. ბეზოსის ჩანაფიქრით, მექანიკური საათი 10 000 წლის განმავლობაში ადამიანის ჩარევის გარეშე იმუშავებს.

რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ქვეყნის ყველაზე დიდი კერძო თვითმფრინავი შეიძინა. Airbus A340-ის ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ლაინერი VIP სალონითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს ოლიგარქს, მაქსიმალური კომფორტით იმოგზაუროს.

ჯოსელინ ვილდენშტეინი მთელ მსოფლიოში საკუთარი გარეგნობის გამოა ცნობილი. მილიარდერმა ქალმა 4 მილიონი აშშ დოლარი სახის პლასტიკურ ქირურგიაზე დახარჯა. პლანეტის უმდიდრესი ქალის სურვილი საკმაოდ უცნაური იყო - მას კატის იერის მიღება სურდა, რადგან მეუღლეს კატები ძალიან უყვარდა. პლასტიკური ჩარევის მიუხედავად, ვიდელშტეინმა ქმრის სიყვარულის შენარჩუნება ვერ შეძლო.

1994 წელს ბილ გეითსმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წიგნი 30,8 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. საუბარია ლეონარდო და ვინჩის პირად დღიურზე - ლესტერის კოდექსზე, რომელიც გენიალური მხატვრის ყველაზე ცნობილ სამეცნიერო ნამუშევრად მიიჩნევა.

მულტიმილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა 8-ადგილიანი კოსმოსური ხომალდი შეიძინა. შენაძენი მას 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ბრენსონი კოსმოსური ტურიზმის განვითარების იდეის მომხრეა. ის მსურველებს კოსმოსური ხომალდით მგზავრობას სთავაზობს. ბილეთი 200 000 აშშ დოლარი ღირს.

ინდოელი მილიარდერი მუკეშ ამბანი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლის მფლობელია. 173 მეტრის სიმაღლის 27-სართულიანი აპარტამენტები 2 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. ცათამბჯენში კინოთეატრი, მანქანების სახელოსნო და ვერტმფრენის 3 დასაჯდომი მოედანია.

Napster-ის, Plaxo-სა და Facebook-ის თანადამფუძნებელმა მილიარდერმა შონ პარკერმა 13 000 აშშ დოლარი ერთ კერძში გადაიხადა, თუმცა ეს თანხა ალბათ უმნიშვნელოა, როცა ნიუ-იორკში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სახლი გაქვს, შენი ქონება კი 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ამერიკელმა ბისნეზვუმენმა ლეონა ჰელმსიმ ქონების ნაწილი - 12 მილიონი აშშ დოლარი საყვარელ ძაღლს დაუტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძი ნათესავებმა გაასაჩივრეს, შედეგად ბალონკა „თრაბლმა“ მხოლოდ 2 მილიონი დოლარი მიიღო. სიცოცხლის ბოლომდე ძაღლი საკუთარი ლიმუზინით გადაადგილდებოდა და ზოგიერთ ადამიანზე უკეთესად იკვებებოდა.