მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაძლოა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს და ის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლოს. ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს "პირველმა რადიომ" გაავრცელა.