CNN-მა საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

ტელეკომპანია CNN-მა საქართველო იმ 16 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელშიც მოგზაურობასაც 2016 წელს საკუთარ მაყურებელს ურჩევს.

"განსაცვიფრებელი არქიტექტურა, კულტურა და ბუნება ქვეყანას არაჩვეულებრივ მიმართულებად აქცევს. იაფი ფრენებით, ახალი მარშუტებით და განახლებული ინფრასტრუქტურით საქართველო 2016 წლის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებაა. საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის დიდი ზრდაა და სავარაუდოდ, ეს რაოდენობა 2016 წელსაც გაიზრდება“, - წერს CNN.

საქართველოსთან ერთად, 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ამერიკულმა ტელეკომპანიამ ასევე დაასახელა მონღოლეთი, პაპუა ახალი გვინეა, ისლანდია, ნორვეგია, მადაგასკარი, გაბონი, ირანი, რუმინეთი, ტაივანი და ინდოეთი.

ტელეკომპანია CNN-მა რეიტინგი დარგის ექსპერტების გამოკითხვის შედეგად შეადგინა.