მიხეილ ხოდორკოვსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

"იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელ მიხეილ ხოდორკოვსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო ორგანოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ მარკინმა ჟურნალისტებს განუცხადა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხეილ ხოდორკოვსკის ბრალი დაახლობით ორი კვირის წინ დაუსწრებლად წაუყენა.

რუს ოლიგარქს 1998 წელს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების თანახმად, ხოდორკოვსკი ასევე, პეტუხოვის თანმხლები პირის ვიაჩესლავ კოკოშკინის სიცოცხლის ხელყოფის და ბიზნესმენ ევგენი რიბინზე ორ თავდასხმაში არის ბრალდებული. მანამდე ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ გამოძიებამ ის ბრალდებულის სტატუსით დაიბარა, თუმცა დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. დაკავების შემთხვევაში, ბიზნესმენს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ამჟამად "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი ლონდონში ცხოვრობს. ის 2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა.