Goldman Sachs შაქარსა და კაკაოზე ფასების ზრდას პროგნოზირებს

ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ცნობით, კლიმატური მოვლენა ელნინიოთი გამოწვეული უამინდობის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე შაქრისა და კაკაოს ფასი გაიზრდება.

ბანკის პროგნოზით, უახლოესი 12 თვის განმავლობაში კაკაოზე ფასი ტონაზე 3 ათასიდან 3,2 ათას დოლარამდე გაიზრდება. შაქრის ფასი კი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ერთ ფუნტზე 13-დან 14 ცენტამდე გაიზრდება.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ცნობით, ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა ელნინიო წლის ბოლომდე გაძლიერდება.