გიორგი პაპუაშვილის ქონება სავარაუდოდ, დააყადაღეს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს.

სასამართლომ ყადაღის წარმოშობის გადაწყვეტილება მოქალაქე როლანდ ბლადაძესა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შორის არსებულ სადავო ბინის საკითხთან დაკავშირებით მიიღო. როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი იცავს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.