ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი 20:00 საათისთვის გადაიდო

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი 20:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უცნობია, რა გახდა 18:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგის ორი საათით გადადების მიზეზი. ასევე უცნობია, რა განცხადებას გააკეთებს პრემიერი, თუმცა შესაძლოა, ბრიფინგი საკადრო ცვლილებებს უკავშირდებოდეს.