სემეკ-მა "ენერგო-პრო ჯორჯიას" 2016 წლის საინვესტიციო გეგმაზე იმსჯელა

სემეკ-მა სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოდგენილი სატარიფო განაცხადით გათვალისწინებული 2016 წლის საინვესტიციო გეგმაზე იმსჯელა.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან გვაცნობეს, კომისიასთან შეთანხმებული, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" 2016 წლის საინვესტიციო გეგმა 34 280 444 (მლნ) ლარს შეადგენს, მათ შორის, 12 729 185 (მლნ) ლარი გათვალისწინებულია 0.4.კვ ქსელის რეაბილიტაციისათვის, 6 269 599 (მლნ) ლარი - ინდივიდუალური გამრიცხველიანებისათვის, 3 435 914 (მლნ) ლარი - გადამცემი ხაზების რეაბილიტაციისათვის. სემეკ-ის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 56 544 აბონენტის ინდივიდუალური გამრიცხველიანება უნდა განახორციელოს.