აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი სასანქციო პაკეტი დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო იუწყება. საერთო ჯამში სასანქციო სიაში 34 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა.

კერძოდ, სანქციები ეხება რუსეთის სახელმწიფო ბანკის, "ვითიბის" შვილობილ ქვეგანყოფილებებს უკრაინაში, ყაზახეთსა და ევროპაში. ასევე, "სბერბანკისა" და "ვი-თიბი"-ს არასახელმწიფო საპენსიო ფონდებს. ამერიკული სანქციები შეეხება დეველოპერულ ფირმებს "გალს-დეველოპმენტს", "ნოვიკომბანკს" და სხვა კომპანიებს.

დღესვე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკის მიერ სასანქციო პაკეტის გაფართოება წარმოადგენს ამერიკის მხრიდან არამეგობრული ხაზის გაფართოებას. მისივე თქმით, რუსეთი გააანალიზებს ამერიკის გადაწყვეტილებას და საპასუხო წინადადებებს შეიმუშავებს.