ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

შესაბამისი განცხადება ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

პოლიტიკურ კარიერამდე ირაკლი ღარიბაშვილი 2004-2005 წლებში მუშაობდა "ქართუ ჯგუფის" კომპანია "ბურჯში". 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.