პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა

პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იგივე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება , - ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, იგივე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე დაეკისრა.

"შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან 7 დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.