მეღვინეობაში წელს ექსპორტზე კლება გვექნება

მეღვინეობის სფეროში, წელს ექსპორტზე კლება დაფიქსირდება.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა “PALITRANEWS”-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

”მეღვინეობაში, სამწუხაროდ, წელს ექსპორტზე კლება გვექნება იმიტომ, რომ სადაც გადიოდა ღვინო, პრაქტიკულად ყველგან ვალუტის დევალვაცია მოხდა. ამან გამოიწვია მათი მსყიდველობითუნარიანობის ვარდნა”, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის ამ კუთხით მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრო იმედებს ამყარებს.

”ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის მიმართულება და ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთში რაც შეიძლება მეტი ღვინის გაყიდვას შევძლებთ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.