შსს-მ აფთიაქის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ფარმაცევტული კომპანია "პე-ეს-პე"-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ვლადიმერ მ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 500 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).