ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის, კვირიკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება.

"რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის არიან გიორგი კვირიკაშვილი, სხვა კანდიდატურებიც - სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.