ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

მსოფლიო ბაზარზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,19 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 37,69 დოლარი შეადგინა.

0,21%-ით - ბარელზე 37,57 დოლარამდე გაიზარდა ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ნავთობის მარაგები გასულ კვირას 5,9 მილიონი ბარელით - 484,8 მილიონ ბარელამდე შემცირდა. სამინისტროს ცნობით, ნავთობის მოპოვება აშშ-ში დღე-ღამეში 3 ათასი ბარელით გაიზარდა და 9,179 მილიონი ბარელი შეადგინა.

ამასთან ერთად, ოპეკ-ის პროგნოზით, 2020 წლისთვის ნავთობზე ფასი ბარელზე 80 დოლარამდე გაიზრდება.