ბაზარზე ახალი ქართული ლიმონათი გამოჩნდა

კომპანია “ზედაზენმა” ბაზარზე ლიმონათის ორი ახალი სახეობა გამოიტანა.

ორი ახალი გემო - „ფეიხოა“ და „ნესვი ატმით“ საახალწლოდ „ზედაზენის“ ერთგული მომხმარებლისთვის შეიქმნა. კომპანია დღემდე ლიმონათის ხუთ სახეობას აწარმოებდა.

წინასაახალწლოდ „ზედაზენმა“ ცივი ჩაი „ბაიხოს“ შეფუთვაც განაახლა და ბაზარზე პროდუქცია ალუმინის ქილებშიც გამოვა.