ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ნაძვის ხეების ფესტივალი გაიხსნა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, შარდენის ქუჩაზე, ბამბის რიგსა და კინოს მოედანზე სხვადასხვა კომპანიების მიერ მორთული 20-მდე საიმიჯო ნაძვის ხე გამოიფინა. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებლებს 3 იანვრამდე შეეძლებათ.

მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხეების გამოფენის პარალელურად, შარდენის ქუჩასა და ბამბის რიგში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ბენდ Strawberry Fields-ის კონცერტი მოეწყო. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს გლინტვეინისა და საახალწლო ნუგბარის დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. ნაძვის ხეების ფესტივალი თბილისის მერიისა და "მეიდან ივენთსის" ორგანიზებით მოეწყო.