იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი 42 მილიარდ დოლარს შეადგენს

იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა 2016 წლის ბიუჯეტი მიიღო, რომლის თანახმად ქვეყნის ხარჯები თავდაცვის სფეროში რეკორდულ 42 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც "ბიბისი" წერს, სამხედრო ბიუჯეტის ზრდა 2015 წელთან შედარებით 2,2%-ს შეადგენს. მომავალ წელს გათვალისწინებულია ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებისა და გამანადგურებელ ეფ-35-ების შეძენა.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ეს არის პირველი სამხედრო ბიუჯეტი მას შემდეგ, რაც იაპონიის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებების თანახმად, პირველად 1945 წლის შემდეგ იაპონიის შეიარაღებულ ძალებს უფლება მიეცათ, საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა.