1-ელი იანვრიდან უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

2016 წლის 1-ელი იანვრიდან უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა უმაღლეს რადაში შესაბამისი კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება მიენიჭა, რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო დააწესოს. არსენი იაცენიუკმა დეპუტატებს შეახსენა, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს.

"ჩვენ უკრაინის შიდა ბაზარს დავიცავთ", - აღნიშნა პრემიერმა.