მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლი

პარიზის გარეუბანში მდებარე შატო ლუი XIV მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლი გახდა მას შემდეგ, რაც უცნობმა მყიდველმა 301 მილიონ დოლარად შეიძინა.

სასახლე, რომელსაც სახელწოდება საფრანგეთის მეფე ლუდოვიკოს პატივსაცემად ეწოდა, ვერსალსა და მარი ლე რუას შორის 23 ჰექტარზეა გადაჭიმული. აღსანიშნავია, რომ სახლი 2008-2011 წელს ფრანგულმა კომპანიამ ააშენა. სახლი „ბლუმბერგის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთის მოქალაქემ შეიძინა.

აქამდე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სახლად ლონდონში მდებარე One Hyde Park ითვლებოდა, რომელშიც მფლობელმა 211 მილიონი დოლარი გადაიხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა