ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში დააწესებს

ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ, 2016 წლის მეორე ნახევარში დააწესებს. ამის შესახებ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა ვიგაუდას უშაცკასმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა.

"ევროკომისიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა, კოსოვო და საქართველო შეესაბამებიან იმ მოთხოვნებს, რომელიც უვიზო რეჟიმის დაწესებისთვისაა საჭირო. შემდეგი ნაბიჯი - საკანონმდებლო პროცესია. ევროკომისია ფორმალურად ახალ კანონმდებლობას წარადგენს, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა კი ის უნდა დაამტკიცონ", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, უცნობია ზუსტი თარიღები.

"თუმცა ჩემი მოლოდინით, ამ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმი მომავალი წლის მეორე ნახევარში დაწესდება", - განაცხადა უშაცკასმა.