ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

25 დეკემბრის სავალუტო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "2015 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4012 შეადგინა", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.