„VTB ბანკი ჯორჯია“ სესხების რუსულ რუბლში გაცემასაც გეგმავს

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუბლში სესხებს იმ კომპანიებს შესთავაზებს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან

„VTB ბანკი ჯორჯია“ სესხების რუსულ რუბლში გაცემას გეგმავს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიხეილ ოსევსკის განცხადებით, რუსულ რუბლში სესხებს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ იმ კომპანიებს შესთავაზებს, რომლებსაც სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთთან. მისივე განმარტებით, იქნება გარანტიებიც რუბლში, რაც კომპანიებს სავალუტო რისკებისგან დაიცავს.

როგორც „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ნინო ბენდელიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამ საკითხზე კომენტარისას განაცხადა, “თუ მოთხოვნა ბაზარზე იქნება, ბანკი სესხებს და გარანტიებს რუსულ რუბლში იმ კომპანიებს შესთავაზებს, რომლებთაც სავაჭრო კავშირები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

„სხვათა შორის, ვითიბი ბანკი სომხეთშიც ახდენს იმ ხომხური კომპანიებისთვის რუბლში სესხისა და გარანტიების გაცემას, ვისაც სავაჭრო კავშირი აქვს რუსეთთან“,- განაცხადა ნინო ბენდელიანმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე