სომხეთ-საქართველოს საზღვარზე Duty Free გაიხსნება

სომხეთ-საქართველოს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე Duty Free გაიხსნება.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გარეგინ მელქონიანის ცნობით, "დამატებით ღირებულებაზე გადასახადის" შესახებ კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს Duty Free-ს გახსნას სომხეთის სახმელეთო საკონტროლო-გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე.

დღემდე, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიები მხოლოდ სომხეთის აეროპორტებში მოქმედებდა.

Duty Free-ს გახსნის მიზნით, სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტექნიკურ აღჭურვას კომპანია Duty Free Alliance-ი უზრუნველყოფს, რომელიც 1 მილიონი ევროს ოდენობის ინვესიტიციის ჩადებას აპირებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე