დიდუბეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შვიდ მისამართზე დასრულდა

დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შვიდ მისამართზე დასრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სტანისლავსკის, ქურდიანის, ცემის, წყალტუბოსა და ცაბაძის ქუჩებზე, ასევე დიღმის მასივის მე-3 და მე-4 კვარტლებში ასფალტის საფარი 3822 მ2 ფართობზე დაიგო, ასევე მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, ხოლო პროექტის ღირებულება 120 228.21 ლარია.

დიდუბის რაიონში 2015 წელს საგზაო ინფრასტრუქტურა 107 მისამართზე მოწესრიგდა. განხორციელებული სამუშაოებისთვის დიდუბის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 140 689.9 ლარი დაიხარჯა.