"თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს საჩუქრები გადასცეს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" პანსიონში მცხოვრებ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებენ, ბერი გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პანსიონში მცხოვრებ ოცდაშვიდ ბინადარს კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს და მათი ცხოვრების შესახებ სევდიანი ისტორიები მოისმინეს. როგორც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორმა მარინა ბორშუკოვმა აღნიშნა, პანსიონში მცხოვრები მოხუცებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუნდაც პატარა, უმნიშვნელო ყურადღებასა და სითბოს.

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებით, თავშესაფრის მოხუცებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ. კომპანია მოუწოდებს საზოგადოებას, ერთად იზრუნონ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებზე, რომელთაც ეს მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

bpn

bpn