თბილისის საშობაო განათება CNN-ის ობიექტივში მოხვდა

CNN მსოფლიოში საშობაო განათებების ფოტოკოლაჟს აქვეყნებს, რომელშიც თბილისის საშობაო განთებაც მოხვდა.

„საქართველოს დედაქალაქის საშობაო განათება პიკის საათს უფრო საინტერესოს ხდის“, - წერს CNN.

ამერიკული ტელეკომპანიის მიერ შერჩეულ 16 საშობაო განათებას შორის ასევე მოხვდა მონაკოს, ლონდონის, სიდნეის, რიო-დე-ჟანეიროს, სინგაპურის, ნიუ იორკის, ჟენევის საშობაოდ მორთული და განათებული ქუჩები.

იხილეთ ფოტოგალერეა